„თიბისი ბანკი არის ძლიერი სისტემური ბანკი და თავი დაანებეთ თქვენს პოლიტიკურ ნარატივში ამ კუთხით საკითხის დაყენებას,“ - ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის სხდომაზე მიმართა.
„ითქვა, რომ იყო ორკესტრირებული შეტევა, რამდენჯერ მოვდივარ პარალამენტში, ერთი და იგივეს ვხედავ, რამდენჯერ მაქვს იმის სურვილი, რომ თქვენთან ერთად დღევანდელ პრობლემაზე ვისაუბრო და იმაზე მომავალში რა არის გასაკეთებელი, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა ყველაფერი წარსულში წაიყვანოთ. იმიტომ, რომ გინდათ ქვეყანა წაიყვანოთ წარსულში.
გეტყვით რა იყო ორკესტრირებული შეტევა:
1) 2012 წელს ბანკი ქართუზე ერთ დღეში კანონი შეცვალეთ.
2) მესმის, რომ ყველანაირად ცდილობთ, რომ ყველანაირი საქმე, რაც საქართველოში მის გარეთ გლობალურად არის ბიძინა ივანიშვილს დაუკავშიროთ.
წყნარ ოკეანეში, რომ ცუნამი ატყდეს ამასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ,“ - აღნიშნა ბახტაძემ.

























