მზიანი ბათუმის აქტიურ ტურისტულ ცენტრში, გონიოში შენდება საქართველოში პირველი ბრენდული სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი Wyndham Residences, რომელიც საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Wyndham-ის და „ნექსთ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია.
გონიოში, ზღვის პირველ ზოლში მდებარე ამ სასტუმრო კომპლექსს გამოარჩევს უნიკალური მდებარეობა შავი ზღვის პირველ ზოლში, ულამაზესი ხედით თითოეული ნომრიდან, სერვისის უმაღლესი სტანდარტი და დიდი საინვესტიციო კაპიტალი.
კონცეფცია Branded Residences – სრულად განსხვავდება აქამდე ჩვენთვის ცნობილი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფციისგან. ბრენდული სასტუმრო ნომრის მფლობელი მარტივად გამოარჩევს მას შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომხმარებელი იძენს ბრენდულ სასტუმრო ნომერს და არა სტანდარტულ აპარტამენტს სასტუმროს შენობაში.
- სასტუმრო კომპლექსს მართავს ცნობილი ბრენდი Wyndham-ი.
- ბრენდი მომხმარებელს აწვდის სასტუმრო სტანდარტის მომსახურებას, მათ შორის გაქირავების სერვისს.
- Branded Residences მომსახურება არის ბევრად მრავალფეროვანი, ვიდრე ჩვეულებრივი საცხოვრებელი აპარტამენტების: რუმ-სერვისი, ძიძის მომსახურება, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურება, მძღოლის მომსახურება, რესეფშენი 24/7, სამორინე, აუზი, რესტორანი, ღია კაფე, კერძო პლაჟი და ა.შ.
- ამ ყველაფერთან ერთად Wyndham-ის ბრენდულ სასტუმრო ნომრის შეძენას აქვს ერთი დამატებითი უპირატესობა: მომხმარებელი Wyndham-ის ოჯახის წევრი ხდება და ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა დროებით გაუცვალოს საკუთარი სასტუმროს ნომერი Wyndham Residence-ს სხვა მფლობელს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში: იტალია, ესპანეთი, გერმანია, ბელგია, ავსტრია, კანადა, ა.შ.შ და მრავალი სხვა.
არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც Branded Residences მიმრთულება სწრაფად გაიზარდა და პოპულარული გახდა ბოლო ათწლეულში...
ბრენდის ასოციაცია აღძრავს მყიდველის ნდობას, რადგან ცნობილი და წარმატებული ბრენდის სახელი ავტომატურად გულისხმობს მაღალ ხარისხს და სანდობას, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სტატუსი, ხარისხი, დრო და პარტნიორობის პერსპექტივა.
“ვინდამ რეზიდენს ბათუმი“ - ეს არის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი საკუთრებაში სრულყოფილი მომსახურებით, რაც სიახლეა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის.
"ნექსთ ჯგუფს" ასევე აქვს სხვა პროექტებიც: აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი წარმოადგენს სასტუმროს ტიპის აპარტამენტს და მომხმარებელს უმაღლესი სტანდარტის მშენებლობასთან ერთად, სასტუმროს სრულ მომსახურებას სთავაზობს.
Next Apartments - თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია, ზღვისა და მთის ხედებით, სანაპიროდან სულ რაღაც სამი წუთის სავალზე. მშენებლობის უმაღლესი სტანდარტი, თანამედროვე დიზაინი და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა როგორც საცხოვრებელი ასევე საინვესტიციო მიზნებისათვის.
Next White - პრემიალური სასტუმრო კომპლექსია. აქ აპარტამენტების მფლობელები უმაღლესი ხარისხის სასტუმრო სერვისების და ინფრასტრუქტურის მომხმარებელი ხდება. კომპლექსის ყველა აპარტამენტს კი ზღვის პანორამული ხედი გააჩნია.
Next Green - ეკო პროექტია, სრულყოფილ ინფრასტრუქტრითა და სერვისებით. მახინჯაურში, მწვანე კონცხთან ახლოს მდებარე ეს კომპლექსი შექმნილია მათთვის, ვინც აფასებს ბათუმის გარეუბნის სიმშვიდეს და უყვარს ბუნებასთნ ახლოს ყოფნა.
Next Orange - „ნექსთ ჯგუფის“ პირველი დასრულებული პროექტია, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ უბანში და დამსვენებლებს ზღვასთან ახლოს მდებარე კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.
კომპანია „ნექსთ ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე 5 წელია ოპერირებს და მისი პორტფელი მოიცავს:
● 6 პარალელური პროექტი.
● 110.000 მ2-ზე მეტი საცხოვრებელი და კომერციული ფართი
● 2000-მდე აპარტამენტი
● 10-მდე გაყიდვების ოფისი და წარმომადგენლობა ოთხ ქვეყანაში: უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი, ყაზახეთი
● 5 გაყიდვების ოფისი თბილისსა და ბათუმში
● ჯამური ინვესტიცია ₾350 მილიონი
● კომპანიაში დასაქმებული 1000-ზე მეტი თანამშრომელი
პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს:
www.nextgroup.ge
მისამართები: თბილისი: რუსთაველის 1, ბათუმი: კოსტავას 20,
ტელეფონი 514 11 11 11
®