მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყნეთის გზატკეცილისა და ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება

5c8a6269a80a1
თელარა გელანტია
14.03.19 19:24
1750
წყნეთის გზატკეცილზე, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხვალიდან დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა დაიწყება.

მერიის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე მოსაჭრელი ხეების რაოდენობა დაახლოებით, 500 ძირს შეადგენს.

„წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ფერდობებზე ჯამში 3,575 ზეხმელი და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება.

დედაქალაქის მასშტაბით 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი.

ამ ტიპის კვლევა თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების თაობაზე პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, ასევე, ამის პარალელურად, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები