გუშინ მზიურის პარკში WYNFlair-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. WYNFlair-ზე BMG გასული სეზონის ბოლოს გიყვებოდათ, ეს არის სტარტაპი, რომელიც საქართველოსა და მის რეგიონში მცხოვრები შშმ ადამიანებისთვის მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებულ ტანისამოსს ქმნის. სტარტაპის მიზანს შშმ პირების აქტიურ ცხოვრებაში ჩართვა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
როგორ ჩაიარა ოფიციალურმა ღონისძიებამ და რა სამოსით წარდგნენ მომხმარებლის წინაშე?
სტუმარი: ნანა ჩარკვიანი - WYNFlair -ის მარკეტინგის ხელმძღვანელი