მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

X-ი ახალი მომხმარებლებისთვის, სავარაუდოდ, წელიწადში $1 ეღირება - BBC

მასკი

X-ი (ყოფილი ტვიტერი) ილონ მასკის გადაწყვეტილებით, ახალ ზელანდიასა და ფილიპინებში გამოწერის ახალ სერვისს ტესტავს, რომლის თანახმადაც ახალ მომხმარებლებს სოციალური ქსელის მთავარი ფუნქციებზე ხელმისაწვდომად წელიწადში $1-ის გადახდა მოუწევთ. ეს ითვალისწინებს როგორც პოსტების დაწერის, ასევე მათი მოწონების, დაკომენტარებისა და გაზიარების ფუნქციებს - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათ, ვინც აპლიკაციის გამოწერისგან თავს შეიკავებენ, მხოლოდ "ტვიტების" კითხვის, ვიდეოების ყურებისა და მოქმედი ანგარიშების გამოწერის (“დაფოლოვების”) საშუალება ექნებათ.

კომპანიის განმარტებით, ამის მიზანი პლატფორმის საშუალებით სპამისა და მანიპულაციის გავრცელების შეზღუდვაა.

გარდა დაწესებული გადასახადისა, ახალი მომხმარებელი პლატფორმაზე მობილურის ნომრით ვერიფიკაციის გარეშე ვეღარ დარეგისტრირდება.

გასულ თვეს მასკმა ისიც განაცხადა, რომ X არა მხოლოდ ახალი მომხმარებლების, არამედ ყველასთვის ფასიანი გახდებოდა. მას შემდეგ, რაც მასკმა კომპანია $44 მლრდ-ად შეიძინა, სოციალური ქსელიდან შემოსავალი ყოველთვიურად მცირდება, შესაბამისად, მომხმარებლებისთვის საწევრო გადასახადის დაწესება, კომპანიის ფინანსურ ინტერესშია.

X-ის გამოყენებისთვის ყოველთვიური გადასახადის დაწესების ერთ-ერთი მთავარი რისკი დიდი რაოდენობით პოტენციური მომხმარებლების დაკარგვაა, რაც საბოლოოდ პლატფორმაზე რეკლამებიდან მიღებული შემოსავლის შემცირებასაც გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები