მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხაჭაპური ქართული კლასიკა“ - National Geographic ქართული სამზარეულოს შესახებ

63e3613a45951
BM.GE
08.02.23 12:49
604
“ხაჭაპური ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ“ - ამ სათაურით National Geographic სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში ქართული სამზარეულოს შესახებ საქართველოს გასტრონომიული ასოციაციების, კულინარიული გიდების, გადაცემების წამყვანების, შეფებისა და კვების ობიექტების ინტერვიუებია გამოყენებული.

„თბილისში ხაჭაპურის უკეთ შესასწავლად ჩამოვედი. დაგემოვნების შემდეგ მივხვდი, რომ რამდენიმე დღე არ მეყოფოდა და ხაჭაპურის სხვადასხვა ვერსიის გასაცნობად უფრო მეტი დრო მჭირდებოდა. საქართველოში ხაჭაპურის თითქმის 50 სახეობაა. ზოგიერთი მრგვალია, ზოგიც კვადრატი, შეიძლება იყოს ღია, დახურული ცომის, რბილი ან ფურცლოვანი. ხაჭაპური მზადდება როგორც ღია, ასევე დახურულ ღუმელში, შეზავებული ხორცთან, მწვანილთან, კარტოფილთან ან ხახვთან. შეთანხმებული წესები არ არსებობს“, - წერს სტატიის ავტორი ჯენიფერ ჰათამი.

National Geographic-ის ჟურნალისტის თქმით, ქართველ კულინარებს ხაჭაპურის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად გამოცხადება სურთ.

ინფლაციის დასაანგარიშებლად კი საქართველოში ხაჭაპურის ინდექსსაც იყენებენ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET ხაჭაპურის ყოველთვიურ ინდექსს ადგენს, ამ მიზნით აკვირდებიან იმერული ხაჭაპურის ინგრედიენტების ღირებულებას, რომელიც მოიცავს ფქვილს, ყველს, კარაქს, რძეს, კვერცხს და საფუარს“, - წერს ჯენიფერ ჰათამი და მკითხველს ხაჭაპურის მომზადების რეცეპტს სთავაზობს.
ხაჭაპურთან ერთად National Geographic-ის სტატიაში სხვა ქართული კერძები ფხალი, ხინკალი, საცივი და ლობიოა აღწერილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები