მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაჭაპურის ინდექსი შემცირდა - რომელ ქალაქებში შემცირდა ფასები ყველაზე მეტად

5b30740c29e9d
BM.GE
25.06.18 09:00
1034
მაისში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 3 ლარი და 17 თეთრი იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 3.4%-ით ნაკლები, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ხაჭაპურის ინდექსს ISET ითვლის და ამისთვის იმ ინგრედიენტების ფასს იყენებს, რომელიც სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობისთვისაა საჭირო.

წლის დასაწყისიდან ხაჭაპურის ინდექსი კლებულობს, ყველაზე იაფი კი ხაჭაპურის გამოცხობა ქუთაისში ჯდება, - 2 ლარი და 90 თეთრი. თვის განმავლობაში ფასი ყველაზე მეტად თბილისში შემცირდა და კლებამ 7.6% შეადგინა აპრილთან შედარებით.

თელავში ფასი 1.4%-ით შემცირდა, ბათუმში კი 3.8%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები