მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხადური ფასების ზრდაზე: შევისწავლით, არის თუ არა ეს შეთანხმებული

5d47d17bf13ff
შოთა ტყეშელაშვილი
05.08.19 10:57
1491
ლარის ისტორიულ გაუფასურებას ათობით ბიზნესის მხრიდან მოჰყვა გამოხმაურება, რომ თუ ისინი საქონელზე ფასს უცვლელად შეინარჩუნებენ, მაშინ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის წინაშე დადგებიან, რის გამოც მომავალში საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. ამ მოსალოდნელი ზრდის შესახებ განცხადება კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა გააკეთა.

ყოფილი ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ის შეისწავლის, იყო თუ არა აღნიშნული ზრდის დაპირება შეთანხმებული, რაც ხადურის განცხადებით, ქართული კანონმდებლობით სამართალდარღვევას წარმოადგენს.

"უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ზოგიერთ სადისტრიბუციო კომპანიებს, ასოციაციებსა და ბიზნეს სუბიექტს, მოვთხოვეთ ინფორმაცია არა მათი შესაძლო კომერციული საქმიანობის, ან მათი საფასო სტრატეგიის შესახებ, არამედ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილი ხომ არ აქვს შეთანხმებულ ქმედებას ბაზარზე, ვინაიდან გასულ კვირაში გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია, როდესაც ბიზნეს სუბიექტები, ასოციაციები აკეთებდნენ განცხადებას არა მხოლოდ საკუთარი სახელით, არამედ ზოგადად დარგის სახელით, რაშიც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გაუჩნდა ეჭვი, რომ ხომ არ აქვს ადგილი შეთანხმებულ ქმედებას, რაც პირდაპირ არის აკრძალული საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონით. ჩვენ მხოლოდ ამ თემას შევისწავლით და შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას", - აცხადებს ხადური.

შეგახსენებთ, რომ ხადურის უწყება მამუკა ბახტაძის დავალებით, რვა თვეზე მეტია პურის გაძვირების მიზეზებს სწავლობს. 2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში პურის ფასები 10 თეთრით გაიზარდა, რისი მიზეზიც ხორბლის შესასყიდი ფასის ზრდა იყო. მაშინ მამუკა ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს "უმოკლეს ვადებში" ამ გაძვირების მიზეზის დადგენა დაავალა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები