"ნავთობკომპანიებისთვის დაწესებული ჯარიმები ჩვენი ეკონომიკისთვის უპრეცედენტოდ მაღალია", - განცხადება ბიზნესკონტრაქტის ეთერში კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა გააკეთა. მისი განცხადებით, აღნიშნული ჯარიმების მოულობა კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
"კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენი ეკონომიკისთვის უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმებია ნომინალში გამოხატული, თუმცა პროცენტულად ეს არაა ძალიან მაღალი და კანონმდებლობის ნორმებში ჯდება. ყველა კომპანიამ ვინც დაჯარიმებულია ლოგიკურია, რომ გაასაჩივრა გადაწყვეტილება.
ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ძალაშია, თუმცა სამართლებრივი დავა გრძელდება ჩვენსა და ნავთობპროდუქტებს შორის“, - განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის ვისოლს, სოკარს, რომპეტროლს, გალფს, ლუკოილს და კიდევ 30-ზე მეტ ნავთობკომპანიას ჯამში 55 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
სოკარი – 14 381 385 ლარი
რომპეტროლი – 10 885 806 ლარი
გალფი – 11 267 384 ლარი
ვისოლი – 10,426 393 ლარი,
ლუკოილი – 4, 740 260 ლარი
ასევე, შპს L იოლი – 1 209 800 ლარი, შპს ი თი აი – 1 172 776 ლარი, შპს. ბინული 1 – 654 445 ლარი.

























