მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხალვაშმა საჯარო რეესტრს R2-ის დირექტორად დანიშვნაზე პაატა სალიას თანხმობის წერილი წარუდგინა

5d306fa47be72
შოთა ტყეშელაშვილი
18.07.19 17:00
941
"რუსთავი 2"-ის წილების გადაფორმების შემდეგ, ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრში კიდევ ერთი განცხადება წარადგინა;

ამჯერად ის ტელეკომპანიის დირექტორის ცვლილებას ითხოვს; კერძოდ,  ის ნიკა გვარამიას პირადი ადვოკატით პაატა სალიათი ჩანაცვლებას გეგმავს. 

ხალვაშმა 16:57 წუთზე რეესტრში დამატებითი დოკუმენტის სახით, დირექტორად დანიშვნის თაობაზე პაატა სალიას თანხმობაც წარადგინა. 

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრმა "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს დაუმტკიცა. ტელეკომპანიის 60%-იანი წილი - ქიბარ ხალვაშს, 40% კი შპს "პანორამას" ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელიც და დირექტორიც ისევე ქიბარ ხალვაშია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ "რუსთავი 2"-ის არცერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები