მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხალხური მედიცინის ხელშეწყობა" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამის ნაწილია

5bcd864ad8e5f
BM.GE
22.10.18 15:30
1308
ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევის შემთხვევაში მოსახლეობას "ხალხური მედიცინის ხელშეწყობას" ჰპირდება, ამის შესახებ მის ოფიციალურ ვებგვერდზე - salome.ge-ზე გამოქვეყნებულ დაპირებების ნუსხაში წერია. დაპირებებს შორისაა ქვეყანაში ახალი ონკოლოგიური ცენტრის შექმნა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორბელიანთა სასახლეში გადატანა.

სალომე ზურაბიშვილის დაპირებები ჯანდაცვის, ტურიზმისა და დიასპორის ხელშეწყობის მიმართულებით:

ჯანდაცვა

"იმ დიდი პოტენციალისა და ტრადიციების განვითარების ხელშეწყობა, რაც ისტორიულად გვაქვს მედიცინის სფეროში - ფარმაცია და ხალხური მედიცინა, ფაგები, კურორტოლოგია.  დაავადებების პრევენციისთვის მუშაობის გააქტიურება.  უშუალოდ პრეზიდენტის მხარდაჭერა და ლობირება ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ადგილზე მკურნალობის შესაძლებლობა."

ტურიზმი

"თემატური ტურიზმის (არქეოლოგიური, რელიგიური, ექსტრემალური, ბალნეოლოგიური, ეკოტურიზმი და ა.შ.) განვითარება, რაც უშუალოდ შეუწყობს ხელს რეგიონების გაძლიერებას."

დიასპორა

"ევროპის ქვეყნებთან შეთანხმება დროებითი მიგრანტების თაობაზე. ორმაგი მოქალაქეობის დამკვიდრებით მოქალაქეობრივი და სამართლებრივი კავშირის აღდგენა დიასპორასთან.  უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ღირსეული დაბრუნება საქართველოში და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში.  დიასპორის სახლის დაარსება."

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი მოდელი

"პრეზიდენტის რეზიდენცია ორბელიანის სასახლეში; ადმინისტრაციის გამჭვირვალობა; კავშირი მოქალაქეებთან (ცხელი ხაზი); გენდერული ბალანსი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენლობა ადმინისტრაციაში."


სალომე ზურაბიშვილის დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადია და უშუალოდ სამოქმედო გეგმას არ მოიცავს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები