"შეიძლება Check in Georgia-ში დღეს 5 მილიონი დახარჯო და ხვალ 10 მილიონი მოიგო",- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტთან" ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს.
მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, უკეთესია ეს თანხები სწორედ ამ მიმართულებით და დაიხარჯოს და არა სოციალურად გაჭირვებულების დასახმარებლად.
"ხანდახან საუბრობენ, რომ კონცერტის ნაცვლად 5 მილიონი გაჭრვებულ ადამიანებს უნდა მოხმარდეს, მაგრამ ეს თანხა არ ეყოფა. შესაძლოა, ამ კონცერტებმა ბევრად მეტი ინვესტიცია მოიტანოს. არაპოპულარულ თემებზე ვსაუბრობ, მაგრამ დახმარების თემა მუდმივი არ არის. ჯობია, გლობალური თემებით ავწიოთ ქვეყანა. შეიძლება დღეს 5 მილიონი დახარჯო და ხვალ 10 მილიონი მოიგო",- აცხადებს ჭყონია.

























