მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხანძარი ლოკალიზებული იყო, მაგრამ ისევ გაჩნდა, რადგან არ იყო წყალი, იყო ქაოსი"

5cf9767669a4d
თელარა გელანტია
07.06.19 00:22
1133

"ხანძარი ლოკალიზებული იყო, მაგრამ ხანძარი ისევ თავიდან გაჩნდა, იმიტომ გაჩნდა, რომ არ იყო წყალი, იყო ქაოსი, რაც ქვეყანაში ხდება“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-თან  „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ ლილოში, ე.წ. „ჩინელების ბაზარში“ გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხანძრის გამოწვევი მიზეზები უცნობია და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ სავარაუდოდ, დამწვარია 400 კვადრატული მეტრი ფართი.

„ზარალი დიდია, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს... აღნიშნული ქონება ეკუთვნის „ლილო სითის“, ჩვენ არენდით გვაქვს აღებული ეს ქონება და ოპერირებას ვუკეთებთ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ მაღაზიაში, დაცვის სამსახურმა ნახა, მაგრამ რადგან თავიანთი ძალებით ვერ ჩააქრეს, გამოიძახეს სახანძრო სამსახურები... ხანძარი ლოკალიზებული იყო, მაგრამ ისევ თავიდან გაჩნდა, რადგან არ იყო წყალი, იყო ქაოსი, რაც ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა ქირიამ.

ზვიად ქირიასგან განსხვავებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხანძარი მეორედ არ გაჩენილა.

„როცა ბევრ წყალს ასხამენ, დგება კვამლი და შეიძლება ამიტომ იფიქრეს, რომ ხანძარი ჩაქრა და მეორედ გაჩნდა“, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც BM.GE-ის უწყებაში განუცხადეს, ხანძრის ლოკალიზება 17–მა სახანძრო–სამაშველო ჯგუფმა მოახერხა.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი დაახლოებით, ერთი საათის წინ გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ფეხსაცმელების სავაჭრო სექციაში გაჩნდა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები