მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხანძრის ლოკალიზებისთვის თბილისის მერმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა

5a964bf61a33e
BM.GE
28.02.18 10:27
725
თევდორე მღვდილის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ლოკალიზებისთვის თბილისის მერმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის თქმით, დაზარალებულია ორივე მხარე, როგორც მოიჯარეები ისე სავაჭრო ფართის მფლობელები.

"როგორც კი ექსპერტ-კრიმინალისტები დაასრულებენ მუშაობას დაიწყება აღდგენითი სამუშაოები, რათა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძოს ფუნქციონირება. თუმცა მანამდე, იმ ადამიანებს ვისაც საქონელი გადაურჩათ, სავაჭრო ცენტრის ადმინსიტრაცია ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს, რათა შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა", - განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები