მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხანძრის შემდეგ "ჩაინა ლილო სითის" მშენებლობა ხელახლა დაიწყო

5d43e43e712c4
ლიკა გურაბანიძე
02.08.19 20:00
957
„ლილო სითის“ არენდატორის ლაურა ღაჭავას განცხადებით, ლილოში „ჩაინა ლილო სითის" მშენებლობა ხელახლა დაიწყო. როგორც ღაჭავამ BM.GE-ის განუცხადა, მშენებლობის თავიდან დაწყება იმიტომ გახდა საჭირო, რომ გამოძიების და ექსპერტიზის დასკვნით, დამწვარი კომერციული ფართები აღდგენას არ ექვემდებარება. „ლილო სითის“ ტერიტორიაზე თავდაპირველი პროექტის მსგავსად, ჯამში, 50 საწყობი და მაღაზია მოეწყობა. 

ლაურა ღაჭავას განმარტებით, საგამოძიებო პროცესები კვლავ მიმდინარეობის, ამიტომ ტერიტორიაზე ხანძრის გამომწვევ მიზეზებს და სრულ ზარალს აგვისტოს ბოლომდე დაითვლიან.

„ლილო სითის“ არენდატორის თქმითვე,  გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩინელი პარტნიორებისთვის მიყენებული ზარალი 4 მლნ ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 6 ივნისს „ლილო სითის“ ტერიტორია, დაახლოებით, 2 000 კვ.მ. დაიწვა, სადაც ძირითადად სამოსის საწყობები და მაღაზიები იყო განთავსებული.

„მშენებლობას საკუთარი ძალებით ვიწყებთ. გამოძიების და შემდგომ შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ  შენობების საძირკველები სუსტია და მისი ხელახლა აშენებაა საჭირო. მშენებლობაში ინვესტიციის ნაწილი ჩვენი იქნება, ხოლო დანარჩენი თანხა ჩინელი პარტნიორების“ - აღნიშნა ღაჭავამ. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები