მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხანძრის შემდეგ ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანია ახალ საწარმოს აშენებს

5af6d292108e1
BM.GE
12.05.18 18:20
1186
GEORGIAN PRODUCTS- ის საწარმოში მარტში მომხდარი ხანძრის მიზეზი დადგენილია. Georgian Products-ის დამფუძნებლმა დავით ბარდაველიძემ “საქმიანი დილის”ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით გაირკვა, რომ წინასწარ დასახელებული მოკლე ჩართვა არ ყოფილა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

“ჩვენ ძალიან ფორსირებულად გავაკეთეთ ეს საწარმო, შენობა იყო ძველი. ამ ხანძარს დადებითიც აქვს. ახლა სრულიად ახალ თანამედროვე შენობას ვაშენებთ, რომლის მშენებლობაც მალე დამთავრდება",- განაცხადა დავით ბარდაველიძემ. მისი თქმით საწარმოს ახალი შენობის გახსნა დაახლოვებით 20 მაისს იგეგმება.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მოზეზებს, ამაზე დავით ბარდაველიძე ჯერ საჯაროდ არ საუბრობს. საქმის მასალები ამ ეტაპზე სასამართლოსთვის მზადდება, შესაბამისად განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი დაზღვეული ქონების ანაზღაურების საკითხიც. Georgian Products-ის დამფუძნებლი ამბობს, რომ მათ დაზღვეული მხოლოდ ნედლეული ჰქონდათ და არ იყო დაზღვეული მანქანა დანადგარები, რომლებიც მისი მწარმოებელი კომპანიის მხრიდან 2 წლიანი გარანტიით შეიძინეს და ჯერ არ იყო დაზღვეული.

როგორც ბარდაველიძე განმარტავს, ხანძრით მიღებული ზარალის აღმოფხვრა ჯერ კიდევ მიმდინაროებს. მათთვის მთავარი მიზანი, უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა, ორკვირიანი შეფერხების ფონზე მაქსიმალურად მოხერხდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის დროს ზუსტად ის ადგილი დაიწვა სადაც თანამედროვე მანქანა დანადგარები იყო განთავსებული, სხვა კომპანიების მიერ გამოჩენილმა სოლიდარობამ მოგვცა საშუალება მხოლოდ მცირედი შეფერხება გვქონოდა", -განაცხადა დავით ბარდაველიძემ.

GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელმა “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნა, რომ წარმოების პროცესის გასაგრძელებლად outsourcing-ი განახორციელეს და ამაში დახმარება შპს “წუნდამ” შპს “ელიტა ბურჯმა” და ბიზნესმენმა თემურ უგულავამ გაუწიეს, რომელიც კომპანიას დანადგარებით დაეხმარა. რამდენიმე კომპანიის მხრიდან უფასოდ იყო შეთავაზებული სასაწყობე მეურნეობებიც.

ხანძრის დროს GEORGIAN PRODUCTS-ს 3 000 კვადრატი განადგურდა, მათ შორის დანადგარები რომელიც იქ იყო განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები