12 აპრილს ხარაგაულის სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებელების მოძრაობა შეიზღუდება
"საქართველოს რკინიგზა", მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის სარკინიგზო მონაკვეთზე სამუშაოებს ჩაატარებს, რის შდეგადაც 12 აპრილს 8 საათის განმავლობაში მატარებლების მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ, მსვლელობიდან მოიხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის ჩქარი მატარებელი, ორივე მიმართულებით. ასევე, ორივე მიმართულებით მოიხსნება, ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლები.
სამუშაოების ფარგლებში, ხარაგაული-ძირულას ორკილომეტრიან სარკინიგზო მონაკვეთზე ხის შპალები, რკინა-ბეტონის შპალებით ჩანაცვლდება.

























