მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის 4 მლნ-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება

5f35259a65aff
BM.GE
13.08.20 16:40
890
წყალმომარაგების კომპანიამ დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. წინადადების მიღება 27 აგვისტოს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შედეგად, 4 000-მდე ადგილობრივს ხარისხიანი, სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

ამ დროისთვის, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ხარაგაულში გაზაფხულზე მომხდარი სტიქიის შედეგად არსებული წყლის სათავე ნაგებობიდან მომავალი მაგისტრალი დაზიანდა და წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სატუმბო სადგურიდან ხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სამი ჭაბურღილის, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას. ასევე, მოეწყობა ახალი რეზერვუარი, დაგეგმილია კორპუსებში შიდა გაყვანილობის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ წყლის სათავე ნაგებობას.

ხარაგაულის წყლის ინფრასტრუქტურის სამუშაოებს 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები