მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხარაგაულში საკალმახე მეურნეობაში 250,000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

5b372b495f0ae
თელარა გელანტია
30.06.18 11:01
840
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალი საკალმახე მეურნეობა ამოქმედდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ლომის მთა“ - საკალმახე მეურნეობაში წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებენ და წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

საწარმო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 135,000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 115,000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 845 -ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო. იმერეთის რეგიონში შექმნილია 10 ახალი საწარმო და გაფართოვდა 77 საწარმო“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის: შპს“ ლომის მთა“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა ვალერი ქვაჭრელიშვილმა იმერეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან ერთად მოინახულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები