მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხარისხზე მოტივაცია კომპანიებს არ ექნებათ, სანამ ყოველი ორმოს ამოვსებაში თანხას ცალკე ვუხდით"

5d3c4aa0e3d6e
სალომე მეცხვარიშვილი
27.07.19 17:00
1721
“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფო შესყიდვებში უნდა დაინერგოს პროექტირება-მშენებლობა-მოვლა/პატრონობის სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი კომპანია უნდა იყოს მთლიან პროცესზე პასუხისმგებელი. ამის შესახებ საბახტარიშვილმა Business Media Lunch-ის ფარგლებში განაცხადა, სადაც სახელმწიფო ტენდერებზე მსჯელობდნენ.

საბახტარიშვილი ამბობს, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაში ექნებათ კომპანიებს მოტივაცია, ხარისხიანად შეასრულონ სამუშაოები, რათა შემდგომში საკუთარი ფულიც დაზოგონ.

“ნებისმიერი ბიზნესის მოტივაცია ტენდერში მონაწილეობისას არის მოგების მიღება. თუმცა, ხარისხის მოტივაცია ჩვენს კომპანიებსაც უნდა გავუჩინოთ. მოტივაცია ხარისხზე არ იარსებებს, მანამ, სანამ ყოველი ორმოს ამოვსებაში კომპანიას ცალკე გადავუხდით თანხას. მოტივაცია იარსებებს მაშინ, როდესაც ეს კომპანია იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ორმო არ გაჩნდეს და თუ გაჩნდა, მისი ჯიბიდან მოხდეს დაფარვა, თავისივე ფულით’,- აცხადებს საბახტარიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები