ხარვეზები საერთაშორისო დაბეგვრის სისტემაში- რა პრობლემებზე საუბრობენ ინვესტორები?
BM.GE
25.07.23 19:15
• 109
სახელმწიფომ უნდა დაამკვიდროს ჯანსაღი პრაქტიკა, რომ არ დააფრთხოს ინვესტორი- ამის შესახებ კომპანია ანდერსენ ჯორჯიას იურისტმა საერთაშორისო დაბეგვრის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ის ამბობს, დღეს ინვესტორები საერთაშორისო დაბეგვრის პროცესში მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან, რამაც შესაძლოა ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ხელი შეუშალოს.