მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხარვეზები ტექინსპექტირების რეფორმაში და დაანონსებული ცვლილებები

BM.GE
27.10.22 18:29
310
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე სანქციები მკაცრდება. კანონში ცვლილებების განხილვაც პარლამენტმა უკვე დაიწყო. ამ ცვლილებით, ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის არსებული პირველადი ჯარიმა, რომელიც დღეს 50 ლარია, უცვლელად დარჩება, მაგრამ თუ სუბიექტი პირველი დაჯარიმების შემდეგ ტექდათვალიერებას მაინც არ გაივლის, სანქცია 150-დან 700 ლარამდე იზრდება. მიზეზი, რის გამოც ტექინსპექტირების რეფორმამ რეალურად არ იმუშავა, არასათანადო ადმინისტრირება, დაბალი ცნობიერება და დაბალი საჯარიმო სანქციებია - მიიჩნევენ ცვლილების ინიციატორები. რა ხარვეზები იკვეთება 4 წლის წინ დაწყებულ რეფორმაში და რამდენად შეცვლის საჯარიმო სანქციების დაწესება სურათს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები