მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაშმში შესაძლოა ტბებზე მოტივტივე მზის სადგურები დამონტაჟდეს

5c5be407bbeb4
ლევან თაღიაშვილი
07.02.19 12:30
954
Green Energy ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტბებზე მოტივტივე მზის სადგურების მონტაჟს განიხილავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, დავით შვანგირაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია ლუქსემბურგის ფონდ GGF-თან.

„ჩვენ უშუალოდ პირდაპირ ვსაუბრობთ ლუქსემბურგის ფონდ GGF-თან, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი მსგავსი პროექტების განსავითარებლად. ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვუყურებთ ამ პროცესს. ამჟამად პროექტირების ეტაპზე ვართ. ერთია მიწაზე განლაგებული მზის სადგურის მშენებლობა და მეორე რასაც განვიხილავთ, არის ხაშმის ტერიტორიაზე მდებარე ტბები და ტბებზე მოტივტივე მზის სადგური. უახლოეს პერიოდში გვეცოდინება რა გზით წავალთ“ - აცხადებს შვანგირაძე.

მისივე განმარტებით, მომხმარებელი ენერგიის და ფინანსური რესურსის დაზოგვით ძალიან კმაყოფილია და მომავალ წელს, სავარაუდოდ, მზის ენერგიის სადგურების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები