მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხაშურის მინის ტარა" ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ამორტიზებული ნაგებობების დემონტაჟს გეგმავს

5c8a2f1af3229
BM.GE
14.03.19 14:37
2523
სს „ხაშურის მინის ტარა“ ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ამორტიზებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს გეგმავს.

შერჩეული კონტრაქტორი ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურული ობიექტების და სხვა კონსტრუქციების დემონტაჟს მოახდენს და დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების და ჯართის შესყიდვაც ამავე კომპანიას შეეძლება.

დაინტერესებულ პირებს და კომპანიებს ინტერესის გამოხატვა ამ სამუშაოსთან და შედეგად მიღებულ მასალებთან დაკავშირებით, შეეძლებათ 20 მარტის ჩათვლით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 595 300 303.

სამუშაოების ჩატარების ადგილია ხაშურის რაიონი, იმერეთის გზატკეცილი #2.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები