მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხათუნა გოგორიშვილმა რიგგარეშე სხდომაზე ზოგიერთ დეპუტატისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა

5cab19d533b79
ლიკა გურაბანიძე
08.04.19 13:50
649
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სხვისი პულტის გამოყენების კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა.

კერძოდ, დეპუტატმა სამი პარლამენტარი დაასახელა, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, ზოგიერთი დეპუტატის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენება უნდა მოხდეს.

„რეგლამენტის მიხედვით, სხვისი პულტის გამოყენება დასჯადი ქმედებაა. მინდა გითხრათ, რომ გუგული მაღრაძეს გავლილი აქვს რეგისტრაცია და არ ყოფილა და იმყოფება დარბაზში, ისევე როგორც რეგისტრაცია აქვს გავლილი და არ იმყოფება დარბაზში ზაზა პაპუაშვილი და ბექა ნაცვლიშვილის გამოსვლის დროს ესალმებოდა კოლეგებს ენზელ მკოიანი, რომელიც შემოვიდა და მანამდე ჰქონდა გავლილი რეგისტრაცია. ძალიან გთხოვთ, ამ სამ დეპუტატთან დაკავშირებით დააფიქსიროთ, რათა მოხდეს შესაბამისი სანქციის გამოყენება“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები