"ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, იმიტომ რომ ეს საქართველო არის ჩვენი, ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი ევროპული ორიენტაციის,"- ამბობს პროკურატურაში, ბრალის წარსადგენად მისული მამუკა ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბრალდება ცალსახად ანაკლიის პორტის წინააღმდეგ არის მიმართული. ის არც მის დაკავებას არ გამორიცხავს.
"მე მინდა გითხრათ რომ სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. მე მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი არის ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ, მის გასაჩერებლად. თქვენ იცით რომ ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში, ჩვენ 6 თვე ამ შემოტევამ მოგვაყენა საკმაოდ სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის საერთაშორისო აქციონერებს, ასევე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას.
6 თვე დასჭირდა ამ პროექტის დასტაბილურებას, ინვესტორების უკან შემოტრიალებას, ასევე ჩვენ ხელახლა არჩევას აქციონერთა კრებაზე. სწორად გუშინ თქვენ იცით რომ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება რომ პროგრესი არ არის, დღეს ვიღებთ აი ამ განცხადებას. ისევ ტელევიზიით, ისევ მსოფლიოს გასაგონებლად, ისევ იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ მამუკა ხაზარაძეს კი არა, საქართველოს. თუ ვინმეს ჰგონია ანაკლიის პროექტი არის მამუკა ხაზარაძის პროექტი, ძალიან ცდება - ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროექტი. ეს არის საქართველოს ახალი გზა, ეს არის გარღვევა, ევროპისკენ გადადგმული საკმაოდ დიდი ნაბიჯი. მე მოვალ იმდენჯერ რამდენჯერაც დამიბარებენ.
მე არასდროს არაფერს არ გამოვრიცხავ, მითუმეტეს იმ ქაოსში, რომელიც დღეს ქვეყანაშია სამწუხაროდ, რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, არ არის ორიენტირებული ხვალინდელ დღეზე, არის ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე და ასეთ მსგავს რაღაცეებზე აწყობილი პოლიტიკა.
ამიტომ მე არაფერს არ გამოვრიცხავ. მზად ვარ ყველაფრსთვის პირდაპირ გეტყვით და ვერავინ ვერავის ვერ შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის ჩვენ გულის ფანცქალი დაგვეწყო.
მე გუშინ ჩამოვედი, ერთი ქართველი დაიბადა ჩემი შვილიშვილი, გახარებული ჩამოვედი და ეს სურპრიზი დამხვდა“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

























