„უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას, ძალიან დიდი ინტერესია, მინდა შეგაშინოთ, უზარმაზარი არმიაა ახალგაზრდების,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის განცხადებით, მოძრაობას ახალგაზრდების სახით პროფესიონალები უერთდებიან.
„უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას. ძალიან დიდი ინტერესია, მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმია, პროფესიონალები გვიერთდებიან. გვიერთდება ის ხალხი, ვისაც უნდა სილაღე დაბრუნდეს და საფუძველი იმის, რომ ადამიანმა აქ ნახოს თავისი პერსპექტივა. იმ ადამიანებმა, რომელთა მშობლებმაც ბოლო კაპიკები გადაიხადეს, წავიდნენ უცხოეთში ისწავლეს, დაბრუნდნენ და ისეთი სპეციალობებით არიან მათ სახელმწიფო არათუ ყურადღებას აქცევს, საერთოდ არ სჭირდებათ. ზოგი კაფეს ხსნის და ზოგი - ბარს, ის სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის: დღეს „თიბისი ბაკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების დაყადაღების შესახებ გაგზავნილ მოთხოვნას უკავშირდება. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ სახელმწიფო მის ინსტიტუტებს პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის იყენებს. ამავე ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს.

























