მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე ადასტურებს, რომ ივანიშვილის შუამდგომლობით ჩხარტიშვილს შეხვდა და "იქ გაირკვა ყველაფერი"

5bd47216e5a96
ელენე ჩომახიძე
27.10.18 17:54
10040
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ბიზნეს-დავის პროცესში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული.

bm.ge-ის მარტივ კითხვაზე - „ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რომ ის წყვეტდეს ბიზნეს-დავებს ორ ბიზნეს-სუბიექტს შორის“, ხაზარძემ შემდეგი პასუხი გასცა:

„პასუხი ძალიან მარტივია: მე მივესალმები, როცა ადამიანები დავის გადაწყვეტას ცდილობენ, მითუმეტეს - ბიზნესმენებს შორის. რადგან დამისვით ეს კითხვა გიპასუხებთ, ვანოს (ჩარტიშვილს) უნდოდა არასამართლიანად, სიტყვას ვეძებ რა სიტყვა გამოვიყენო - “წაეღლიტა” „თიბისი ბანკისთვის“ უსამართლოდ თანხა, ვიყავით სასამართლოში და ეს საკითხი მოგვარდა როგორც უნდა მოგვარებულიყო.

იცით რა, ჩვენ შევხვდით მისი (ბიძინა ივანიშვილის) შუამდგომლობით და იქ გაირკვა ყველაფერი სამართლიანად, აქვე იმასაც დავამატებ, რომ ვანოს (ჩხარტიშვილს) ჰყავდა ერთი მოსამართლე, რომელთანაც ყველა საქმე იკრიბებოდა საოცრად. ყველა საქმე, რომელიც მას ჰქონდა წამოწყებული სხვა ბიზნეს კომპანიების წინააღმდეგ, ყველაფერი რატომღაც ერთ მოსამართლესთან იკრიბებოდა. ეს თქვენ გაარკვიეთ რატომ და როგორ“, - განუცხადა bm.ge-ის ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს დღეს აქვს ისეთი სასამართლო, როგორიც მას უნდა ჰქონდეს და ამ კონტექსტში მან ხაზარაძის და ჩხარტიშვილის ბიზნეს-დავაში მის როლზე ისაუბრა.

"დავა TBC ბანკთან... გამოვიდინენ ხელმძღვანელები და თქვან, პირველი ინსტანცია მოუგო ვანო ჩხარტიშვილმა. ჩემთანაც დამისვია და ჩხარტიშვილმა 100-0 მოუგო. ეს გასაოცარი იყო. იჯდა ხაზარაძე და იჯდა მისი პარტნიორი ჯაფარიძე. მე ამათ მხარეს ვეღარ ვიყურებდი, მე შევეცადე, ჩემი მცდელობაა რომ საქართველოს სასამართლო, ქართული სასამართლო, რომელიც არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი მოსვლის შემდეგ გამყარდა გაცილებით. ამის მაგალითები უამრავი მაქვს," - განაცხადა მილიარდერმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები