"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან იმის შესახებ ინფორმაცია, რომ პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის 1-1 მლნ ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს, მედიის საშუალებით შეიტყო.
"ჩვენ გავიგეთ პრესიდან, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობისა და პოლიტიკის შედეგი, როდესაც მილიარდ ლარ ინვესტიციას ბადრი და მამუკას 2 მლნ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას აქვს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის: ადვოკატ ზვიად კორძაძის ინფორმაციით, პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისგან 1-1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ bm.ge-ს განუცხადა.
საქალაქო სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა. საქალაქო სასამართლოში კი საქმის განხილვა დღეს 16:00 საათზე გაიმართება.

























