მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხაზარაძე და ჯაფარიძე დეპუტატებთან შესახვედრად მზად არიან"

5c6be44538cd1
ელენე გოგბერაშვილი
19.02.19 14:53
1453
თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მზად არიან პარლამენტში "თიბისის საქმესთან" დაკავშირებით დეპუტატებთან შეხვედრაში მიიღონ მონაწილეობა.

"მივესალმებით პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოსმენილ იქნას ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანსაქციებთან დაკავშირებით. მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში"-ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საპარლამენტო უმცირესობამ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში მისვლა და მათ საქმესთან დაკავშირებით ღიად საუბარი შესთავაზა.
.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები