მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე და ჯაფარიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მისვლისთვისაც მზად არიან

5c75489c6e83c
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.19 18:10
1268
საკომიტეტო მოსმენის ჩაშლის მიუხედავად, თიბისი ბანკის დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამენ, დაესწრონ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას, რომელზეც მათ დეპუტატებისთვის ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესების გაცნობისა და კითხვებზე პასუხის გაცემა შეეძლებათ.

ამის შესახებ BMG-ის თიბისის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს მოსმენაზე იწვევს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ განაცხადა, სადაც სწორედ თიბისი საქმე უნდა განხილულიყო, ის მზად არის, მოუსმინოს ბიზნესმენებს.

კითხვაზე - რა გარანტიაა, რომ ეროვნული ბანკი საქმის ღიად განხილვაზე უარს კიდევ ერთხელ არ იტყვის, კოვზანაძე ამბობს, რომ ის მზად არის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოსასმენად.

“მიუხედავად იმისა, რომ მსჯელობა დღეს სიღრმეში არ შევიდა, ჩემი შეთავაზება ძალაშია, მე შემიძლია მოვუსმინო ხაზარაძესაც, ჯაფარიძესაც, მოვისმონო მათი არგუმენტები და პროფესიული განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შეიძლება შედგეს. თარიღზე შეიძლება შევთანხმდეთ”, - აცხადებს კოვზანაძე.

თავის მხრივ, “ევროპული საქართველოს” წევრები აპირებენ, რომ მიმართონ კოვზანაძის კომიტეტს, ჩატარდეს თიბისი ბანკის მოსმენა სწორედ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში.

შეგახსენებთ, დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, რომელზეც თიბისის საქმე უნდა განეხილათ, ჩაიშალა. მიზეზი გახდა ეროვნული ბანკის განცხადება, რომ საქმის დეტალური განხილვა დააზიანებდა თიბისის, რის შემდეგაც კომიტეტის ხელმძღვანელმა სხდომა დახურულად გამოაცხადა. თუმცა, თავად თიბისის თანადამფუძნებლები ეროვნული ბანკის განცხადებას, რომ შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს ბანკს, კატეგორულად არ ეთანხმებიან.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მის წინააღმდეგ სიცრუის კამპანიაა აგორებული, პარლამენტის წინაშე გამოსვლით კი მას საზოგადოებისთვის საქმის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გაცნობის საშუალება ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები