მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე და ჯაფარიძე TBC ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და მოადგილედ ხელახლა აირჩიეს

5d109e430507b
შოთა ტყეშელაშვილი
24.06.19 13:51
1883
ლონდონში გამართულ აქციონერთა კრებაზე, თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერებმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბანკის აქციონერებმა ნდობა ხელახლა გამოუცხადეს, რის შედეგადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე TBCBANK Group PLC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. 

თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან.

ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენ მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში", - წერს ხაზარაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები