მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე: დღეს საქართველოს და ქართულ ეკონომიკას ჩვენი ემიგრანტები ასაზრდოვებენ

5d7a01df4a9b5
ლიკა გურაბანიძე
12.09.19 12:25
783
"დღეს საქართველოს და ქართულ ეკონომიკას ჩვენი ემიგრანტები ასაზრდოვებენ", - ამის შესახებ დღეს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში მისი საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ემიგრანტებს იმაზე მეტი თანხა შემოაქვთ ქვეყანაში, ვიდრე გარედან შემოსული ფინანსური ინვესტიციებია.

"ჩვენი დედები და დები, ჩვენი ძმები, რომლებიც ქართულ ეკონომიკაში უზარმაზარ თანხას რიცხავენ, აქ თავისი ოჯახების გასამაგრებლად, ეს იმაზე მეტი თანხაა, ვიდრე ქვეყანაში გარედან შემოსული ფინანსური ინვესტიციები. რასთან გვაქვს საქმე? ერთის მხრივ, ვითომ "იზი დუინგ" ბიზნესში ვართ მოწინავე ადგილას და მეორეს მხრივ, ვარდნა გვაქვს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით.

თუ მსოფლიო ბანკის კვლევას ბედნიერების ინდექსის შესახებ ქვეყნების მიხედვით გადახედავთ, პირველ 5 ადგილას არის ჩვენი ზომის ქვეყნები, ჩვენი ზომის ტერიტორიით და ხალხის რაოდენობით. მაშინ რა გვჭირს ჩვენ? რატომ არ გვაქვს ასეთი მიზანი, რომ ჩვენი ქვეყანაც ამ ხუთეულში იყოს? ან თუნდაც ათეულში? რატომ ვერ დავისახეთ ჩვენ ასეთი მიზანი? ჩვენ სწორედ ეს მიზანი უნდა დავისახოთ და უნდა შევეჯიბროთ არა ჩვენ უკან ან ჩვენი დონის ქვეყნებს და მაჩანჩალა ქვეყნებს, არამედ ყველა სფეროში უნდა დავისახოთ მიზანი, რომ ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, რატომ? იმიტომ, რომ ამის უზარმაზარი პოტენციალი გაგვაჩნია და ეს პოტენციალი თქვენ და ის ადამიანები ხართ, რომლებიც ემიგრაციაში არიან", - განაცხადა ხაზარაძემ.  


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები