მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე: გახარიამ სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი

5c9732611dd58
BM.GE
24.03.19 11:28
1374
„მას(გიორგი გახარიას) თუ უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია(წერილი)”,- ამის შესახებ თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ფორბსის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ასე გამოეხმაურა ის შს მინისტრის განცხადებას, რომ მას არანაირი წერილი მამუკა ხაზარაძესთან არ გაუგზავნია.

„ის წერილი ვისგანაც მივიღეთ, მე ის დავასახელე. ვინ დაწერა, ერთად დაიწერა, ვიღაცამ დაბეჭდა, ვიღაცა კარნახობდა - მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. მე გუშინ მოვისმინე ინფორმაცია, წერილი არ გამომიგზავნია და ა.შ. როცა მე რაღაცას ვყვები, პრინციპი მოყოლის არის ის, რომ ვთქვა ის, რაც გადამხდა. ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიღაცას ცილი დავწამო, რა ინტერესი უნდა იყოს? მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც დაინტერესებული მხარე ვარ, რომ რაღაც თანამდებობა მინდოდეს ვიღაცის და ინტრიგებში ვიყო ჩართული, ეს გამორიცხულია. ვიღაცამ, ამ შემთხვევაში მინისტრმა ეს მიიღო შეურაცხყოფად თუ არ მიიღო.
მე ვთქვი, რადგან ღირსების შელახვად ჩავთვალე ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა. როცა შენ ხარ ინტერესის ობიექტი, გაქვს შენი პრინციპები და ვიღაცა შენ ცილს გწამებს, რაც არ უნდა დაუხვეწავი იყოს კანონმდებლობა, შენ სასამართლო პირობებით უნდა დაასაბუთო და დაიცვა შენი თავი. არსებობს მუნდირის ღირსება და ამ მუნდირის ღირსების დაცვა თუ უნდათ…იმიტომ, რომ ისე გამოვიდა, რომ მას(გიორგი გახარიას) წერილი არ გამოუგზავნია და მე ვცრუობ, ამიტომ ეს მუნდირის ღირსება უნდა დაიცვას სასამართლოში. მას თუ უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია. მე სატელევიზიო კინკლაობას აღარ ვაპირებ, დანარჩენი თვითონ გადაწყვტიონ“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილილ მიიღო შს მინისტრისგან, რომელშიც გარკვეული მოთხოვნების შესრულებას ითხოვდნენ. აღნიშნული წერილის ასლი პროკურატურამ გამოაქვეყნა. თავად მამუკა ხაზარაძეს ის ლონდონში ექსპერტიზაზე აქვს გაგზავნილი. გიორგი გახარია წერილის გაგზავნას უარყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები