მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე: ივანიშვილთან დაკონტაქტება არ მიცდია, კულისებში მართვა უნდა დამთავრდეს

5d3b2271064da
თელარა გელანტია
26.07.19 19:54
1394
"არანაირი კონტაქტი ერთი წლის განმავლობაში", - ასე უპასუხა "თიბისი ბანკისა" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ bm.ge-ის კითხვას - უცდია თუ არა ამ დროის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან დაკონტაქტება.

"არ მიცდია, რადგან კულისებში მართვა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში", - განაცხადა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

მისივე განცხადებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე ქვეყნიდან პროკურატურის ინფორმირების გარეშე ვერ გავლენ.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ბრალდებულებისთვის გირაოს სახით 1-1 მლნ ლარის შეფარდებას ითხოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები