მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ მიერ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება უცნაური მიზეზით შეწყვიტა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მათ გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ადვოკატს იმედი არ აქვს, რომ რაიმე შეიცვლება, შესაბამისად გეგმავენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
„გარდა სისხლის სამართლის საქმისა ხაზარაძე-ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით დაობდა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ.
მოგეხსენებათ აღნიშნული საქმე შეწყდა თიბის ბანკის მიმართ, მაგრამ მამუკა და ბადრი აგრძელებენ დავას. საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა სქმის წარმოება იმ უცნაური მოტივით, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ გადაეყენებინა ისინი სამეთვალყურეო საბჭოს პოზიციიდან და ის აკარძალვა, რომ არანაირი დაფინანსება მათ და მის ოჯახის წევრებს არ შეეძლო მიეღოთ, თითქოს არ ლახავს მათ უფლებას.
ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასმარათლოში. მე არ მაქ იმედი, რომ შეიცვლება. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს არამარტო ამ საქმესთან დაკავშირებით“-განაცხადა კორძაძემ.

























