მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი: საქმეში დაგროვდა მასალები, რომლითაც ჩვენ შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ

5d7219f600309
BM.GE
06.09.19 12:33
1763
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ადვოკატებმა შესაძლოა სტრასბურგს მიმართონ. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის უცხოეული ადვოკატები წარადგინა, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ჩაერთვებიან.


„ჩვენი მიზანია წარმოგიდგინით საქმე, რომელიც მიმდინარეობს. პროკურატურამ რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა ბრიტანეთს, ამავდროულად დაგროვდა საქმეში მასალები, რომლითაც ჩვენ შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ, ამიტომ საქმეში ჩაერთო ორი საკმაოდ კვალიფიციური, გამოცდილი და აღიარებულია ადვოკატი, რომელიც არის სტივენ ქეი. ის არის ბრიტანეთის დედოფლის იურისტის საპატიო ტიტულის მფლობელი, სისხლის სამართლის სპეციალისტი.

სტივენ ქეი ხელმძღვანელობს სამოცწლიანი გამოცდილების მქონე წამყვან ბრიტანულ იურიდიულ ფირმას „Bedford Row”. არის ევროპის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ბიუროს თანადამფუძნებელი და წევრი. წლების განმავლობაში იყო ინგლისის და უელსის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის მდივანი.

სტივენი წაიყვანს ჩვენს გუნდში მიმართულებას, რომელსაც ჰქვია მამუკას და ბადრის ინეტერსების წარმოდგენა.

მეორე ჩვენი კოლეგაა ვინსენტ ბერგერი, ფრანგი ადვოკატი,  ევროპის კოლეჯის საპატიო პროფესორი, ევროპის ადვოკატთა საბჭოსა და სამართლის საზოგადოებების (CCBE) ექსპერტი. წლების განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, იყო ევროსაბჭოს ექსპერტი.

მე, ზვიად კორძაძე ვარ "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" ადვოკატი და ხელმძღვანელი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამ საქმეში წარმოადგენს ბატონ მამუკას და ბადრის.

12 სექტემბერს დანიშნული იყო წინა სასამართლო სხდომა. ჩვენი შუამდგიმლობის საფუძველზე, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა წინასასამართლო სხდომა გადაიდო 10 ოქტომბრისთვის.

ორი შუამდგმლობა, რომელითაც მიმართა სასმარათლოს პროკურატურამ ყადაღის დადების შესახებ ანგარიშებზე, ჩვენს გასჩივრებაზე არის უარი“-განაცხადა ზვიად კორძაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები