მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ კითხვებს - TBC ბანკს, TBC-ზე კითხვებს კი ანაკლიის პროექტს, არ დავუკავშირებდი"

5c93b7eb3e64b
შოთა ტყეშელაშვილი
21.03.19 20:45
559
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სკეპტიკოსებისგან განსხვავებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებულ კითხვებს "თიბის ბანკს" არ დაუკავშირდებდა, ისევე როგორც არ გაავლებდა კავშირებს "თიბისი ბანკის" საქმესა და ანაკლიის პორტს შორის. 

ამის შესახებ ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

"სამწუხაროდ, სკეპტიკოსების მიერ [გამოძიების] დაკავშირება ხდება იმასთან, რომ ამ პროექტს აქვს პრობლემები. თუმცა, ისევ და ისევ ვისურვებდი, რომ ეს დისკუსია საერთოდ, ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო და ამ დისკუსიის საჭიროება საერთოდ არ გვქონოდა. არც პროკურატურის გამოძიება, არც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კითხვები, არც ეროვნული ბანკის კითხვები, მითუმეტეს თიბისი ბანკის მიმართ, რომელიც თვითონ ამბობს ეროვნულ ბანკთან ერთად, რომელიც არის საბანკო საქმიანობის ზედამხედველი. მე საერთოდ მამუკა ხაზარაძის და ბადრ ჯაფარიძის მიმართ არსებულ კითხვებს არ დავაკავშირდებდი პირადად თიბისის და მითუმეტეს თიბისის საკითხს არ დავუკავშირედბი ანაკლიის პორტს," - ამბობს ვიცე-პრემიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები