მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მოსამართლის ვინაობა ცნობილია, განხილვის თარიღი კი - უცნობი

5d3ab4d3d5f7c
თელარა გელანტია
26.07.19 12:05
1200
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებენ თუ როდის ჩაინიშნება პროცესი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე.  ამის შესახებ bm.ge-ის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილია.

„მოსამართლე ჯერ უნდა გაეცნოს საქმის მასალებს... ეცნობა მასალებს და როდის გაიმართება პროცესი, ჯერ ვერ გეტყვით“, - განაცხადეს საქალაქო სასამართლოში.

ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით რამდენიმე წუთს წინ მიმართა.

"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, გენერალურ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რას ითხოვს უწყება აღვკეთის ღონისძიების სახედ - პატიმრობის თუ გირაოს შეფარდებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები