მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე კულისებში შეხვედრებზე: შეცდომა დავუშვი, როცა ასეთ შეხვედრაზე ვიყავი - იცით, რაზეც ვსაუბრობ

5c7cfe1e28549
დათო ჯალაღონია
04.03.19 14:28
2438
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იმ ვითარებას აღწერას, რაშიც დღეს ქართული ბიზნესია.

როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ბევრი გადაწყვეტილება „კულისებში“ მიიღება.

„შეიძლება, ვიღაცას ეგონოს, რომ ჩვენ პოლიტიკური ამბიციები გვაქვს და ვიღაცასთან შეკრულები ვართ. მე პირველად ვარ პარლამენტარების წინაშე და თქვენ მაინც იცით, რომ არავისთან მქონია კონტაქტი, არა იმის გამო, რომ მერიდება, უბრალოდ ჩვენი საქმე გვაქვს ბევრი და არასდროს პოლიტიკურ პროცესებში ჩარეული არ ვართ. ეტყობა ვიღაცამ რაღაც გადაწყვიტა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ეს ყველაფრი ხდება, რაც ხდება.

ეს პირველი შემთხვევაა ჩვენი, როცა ჩვენ გამოვედით. ნამდვილად არ ვსაყვედურობ ქართულ ბიზნესს, რადგან მან გაიარა იმდენად რთული გზა, რომ რწმენა არის დაკარგული, არა მარტო წელს, ხუთი წლის წინათ, იმ 9 წელში, 90-იან წლებში, განწყობა არის, თუ როგორ გადაარჩინო ბიზნესი, როგორ მოილაპარაკო ვიღაცასთან, შეხვდე ვიღაცას, რომ აცდე... იმიტომ რომ იმდენი პასუხისმგებლობა აქვთ ამ ადამიანებს აღებული თავის თანამშრომლებზე.

პრაქტიკულად, სიმართლის განცდა არ არის და ერთხელ და სამუდამოდ ეს სადღაც ამოხეთქავდა. ახლა იმის თქმა, რომ 9 წლის წინ უფრო რთული იყო, ვიდრე ახლა - ხომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და დავიწყოთ ახალი ცხოვრება?! ხომ უნდა ვიპალარაკოთ ხვალინდელ დღეზე?! მე გეუბნებით, რომ ქართული ბიზნესი ამ სტერეოტიპით არის შეპყრობილი, რადგან სათქმელი იცი, რამდენი აქვთ? - ძალიან ბევრი, მაგრამ ოთახებში და კულისებში უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. მე შეცდომა დავუშვი, პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ვიყავი. თქვენ იცით, რა შეხვედრაზეც ვსაუბრობ. ეს იყო წარმოუდგენელი შეხვედრა, რომელსაც ვნანობ, მაგრამ იმ განწყობით მივედი, რომ იქნებ რაღაცა გადაწყდეს, ამიტომ თვალებში ვუყუროთ ერთმანეთს და გულწრფელები ვიყოთ. აქ არ ვარ მოსული იმიტომ, რომ პოზიციის ან ოპოზიციის გული მოვიგოთ. აქ მოვედით ქართველებთან, რომ ერთად რაღაც გავაკეთოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე მირჩევნია, მოვიდნენ ჩემთან და მითხრან, ზედმეტი ხარ, მაგრამ ამ ქვეყნიდან მე არ წავალ. არც არსად წავალ, რადგან 27 წელი მე, ბადრიმ და ჩემმა გუნდმა შევალიეთ აქაურობას, რადგან აქ უნდა ვაკეთოთ ჩვენი სამქე. ასე გვჯერა ჩვენ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები