"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მომავალ წელთან დაკავშირებით ოპტმისტური მოლოდინები აქვს და აცხადებს, რომ 2017 წელი ძალიან წარმატებული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.
"თუ ჩვენ ყოველდღე ასეთ პანიკურ მდგომარეობას შევქმნით, რომ 5 თეთრი გაუფასურდა კურსი.... ლარის და ნებისმიერი ვალუტის მსგავს აჟიოტაჟურ ფონზე ვითარება არ ხდება ხოლმე.
გადაავლეთ თვალი სხვა ვალუტებს და სხვა კუსრებს და მიხვდებით, რამხელა ვარდნები აქვს იგივე ფუნტ სტერლინგს და სხვა ნებისმიერ ვალუტებს. ამიტომ მე ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება, მე დარწმუნებული ვარ ამაში და ძალიან დიდი იმედით ვარ რომ 2017 წელი იქნება ძალიან წარმატებლი ეკონომიკაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

























