მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე: მაღალჩინოსნისაგან მუქარის წერილი მივიღე, რომ დაანგრევდნენ ჩვენს რეპუტაციას

5c7ceeb8333de
თათია ჩაფიჩაძე
04.03.19 13:23
2554
"თიბისი ბანკის" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე TBC ბანკიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს.

ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც დეპუტატების 2008 წლის ტრანზაქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.

„ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დავწერე თვითმფრინავში, კამბოჯაში მივემგზავრებოდი იაპონელებთან შეხვედრაზე, გადავდექი იმიტომ, რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო. მე არ მინდა ის კომენტარები წაგიკითხოთ, რომელიც ჩვენი ინვესტორებისაგან მოდის ეს არის კატასტროფა. ეს არის ძალიან დიდი სამწუხარო ამბავი, რომელსაც თქვენ წაიკითხავთ ყველაზე რეპუტაბელური ინვესტორებისგან იმიტომ, რომ ჩვენ ვმოგზაურობთ და პირისპირ ვხვდებით მათ, პირველი იწყება ამით და მერე აკეთებენ შეფასებას. აქ ლაპარაკია ფონდებზე, ბანკებზე და ა.შ. არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისაგან რომელშიც პირდაპირ მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენ რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს, მე ძალიან გამიკვირდა, რომ ეს დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ მე გეტყვით დასკვნაში, როგორ მინდა რომ გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძეს მაღალჩინოსნის ვინაობა, ჯერჯერობით, არ დაუსახელებია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები