მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე მთავრობას: მილიარდ ლარ ინვესტიციას ბადრის და მამუკას 2 მლნ ლარში ცვლიან

5d3aeaf57be5f
ლიკა გურაბანიძე
26.07.19 16:18
972
"ეს არის დღევანდელი მთავრობის და პოლიტიკის შედეგი, როდესაც მილიარდ ლარ ინვესტიციას ბადრისა და მამუკას 2 მლნ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას აქვს", - ამის შესახებ "თიბისი" ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში შესვლის წინ განაცხადა.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მან და ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურის მხრიდან 1-1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია პრესის საშუალებით შეიტყვეს.

ცნობისთვის: ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის ინფორმაციით, პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისგან 1-1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ კორძაძემ bm.ge-ს განუცხადა.

საქალაქო სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა. 

"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები