მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე TBC ბანკზე კიბერშეტევაზე საუბრობს: შს მინისტრს 5 წერილი მივწერე

5c7ceabaf2a6a
ლევან თაღიაშვილი
04.03.19 13:05
2178
"თიბისი ბანკის" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შემოსვლა „თიბისი ბანკში“ საეჭვოდ ემთხვევა ჩვენზე განხორციელებულ კიბერშეტევებს“.

ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატების 2008 წლის ტრანზაქციის შესახებ დეტალურ აწვდის.

„სხვადასხვა უწყებების შემოსვლა „თიბისი ბანკში“ საეჭვოდ ემთხვევა ჩვენზე განხორციელებულ კიბერშეტევებს. „თიბისი ბანკი“ გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით და ჩვენ ბანკში 400 უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს, რომელიც ფოკუსირებულია საინფორმაციო უზრუნველყოფაზე და ახალი პროდუქტების შექმნაზე. ჩვენ არამარტო დავიცავით ეს კიბერშეტევა და დავიცავით სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, კომპიუტერებს, ოთახს და ეს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ შსს-ს, მას მერე 5 წერილი მივწერე მინისტრს გამოძიებასთან დაკავშირებთ. 1 კვირის წინ მივიღე ვიღაც გამომძიებლის წერილი, რომ თურმე კომპიუტერი ამოღებულია და წაღებულია ექსპერტიზაზე. ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი, ვინც ზის ამ კომპიუტერებთან. ეს არის სავარაუდოდ ის ოფისები, საიდანაც ბოტები და ფაბრიკები იმართება ჩვენს მიმართ, ბოლო პერიოდს თუ დააკვირდებით“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები