„მინდა ხელისუფლებას შეკითხვა დავუსვა რატომ შეეშინდათ ასე?“ - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ბრიფინგზე გამოსვლისას განაცხადა.
„მათ (ხელისუფლებას) ძალიან შეეშინდათ. იმიტომ, რომ ეს მეთოდები, რომელიც უკვე ერთი წელია ჩვენ მიმართ არის გამოყენებული და იყენებენ. ანტიტერორისტული იმ სამსახურების გამოყენება, რომლის ხელფასებსაც ბიზნესმენები ვიხდით გამოყენებულია პოლიტიკური დევნისთვის ეს არის შიშის, აბსოლუტურად დიდი პანიკის საფუძველი.
მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენ გავაგრძელებთ ამას ყველაფერ,“ - განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის: დღეს „თიბისი ბაკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების დაყადაღების შესახებ გაგზავნილ მოთხოვნას უკავშირდება. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ სახელმწიფო მის ინსტიტუტებს პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის იყენებს. ამავე ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს.

























