ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი მამუკა ხაზარაძეს სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნების გადაწყვეტილებას უწონებს და ამბობს, რომ მისი მოტივაცია სწორი და ჯანსაღია.
ბედინეიშვილის თქმით, რაც მეტი პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკურ ბრძოლაში ღიად, პოლიტიკური კონკურენციაც მაღალი იქნება.
ფინანსისტი ფიქრობს, რომ ხაზარაძეს აქვს ისეთი თვისებები, რაც მან კარგად გამოიყენა ბიზნესში და ეს თვისებები შესაძლებელია პოლიტიკაშიც გამოადგენს.
„ჯერ ძნელია საუბარი რამდენად სერიოზული კონკურენტი იქნება ხაზარაძე ხელისუფლებისთვის, ჯერ უნდა ვნახოთ დეტალურად რამდენად კარგად განვითარებულ პარტიულ ინფრასტრუქტურას ჩამოაყალიბებენ უკვე მალე, რადგან პარტიული და პოლიტიკური ბრძოლა განსხვავებული პროცესია, ვიდრე ბიზნესში ბრძოლა, მაგრამ ზოგადად მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას არ უნდა მოწონებოდა ამ მოძრაობის დაანონსება და უნდა დაენახა ეს, როგორც მუქარა.
არის ალბათობა იმის, რომ ერთ-ერთი მოტივატორი მოძრაობის დაფუძნების ხაზარაძისთვის ანაკლიის პორტის პერსპექტივაც ყოფილიყო. როგორც ვიცი, მამუკა ადრეც დაფიქრებულა ამაზე, რომ პოლიტიკაში უფრო აქტიურად ყოფილიყო.
ხაზარაძეს აქვს თვისებები, რომელიც როგორც ბიზნესში გამოადგა, ასევე შეიძლება, რომ პოლიტიკაში გამოადგეს.
ფაქტია, ანაკლიას ივანიშვილი ებრძვის არამარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეთოდებით. მამუკასთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანია და შეიძლება გადაეწყვიტა, რომ ამ პროექტის დაცვაც არამარტო ეკონომიკური, არამედ ეკონომიკური არგუმენტებით იყოს სწორი“, - აცხადებს bm.ge-ისთან გიგა ბედინეიშვილი.

























