მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხაზარაძესთან ანაკლიის პორტის გაიგივება იმ პიარის ნაწილია, რომელიც მას ბოლო პერიოდში აქვს"

5c93a739e00df
ლიკა გურაბანიძე
21.03.19 18:59
671
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ არიან,“ - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სადაც ის ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით კანონმდებლების კითხვებს პასუხობს.

როგორც ვიცეპრემიერი აღნიშავს, მამუკა ხაზარაძესთან ანაკლიის პორტის გაიგივება იმ პიარის ნაწილია, რომელიც სამწუხაროდ მას ბოლო პერიოდის განმავლობაში აქვს.

„სახელმწიფოს ამ პერიოდის განმავლობაში რატომღაც არ გასჩენია იმის ამბიცია, რომ ეთქვა - ეს მისი პროექტია და არა - მამუკა ხაზარაძის. შესაბამისად, ნებისმიერი ის კითხვა, რომელიც პროკურატურას და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შეიძლება გაუჩნდეს - კონკრეტულად, მამუკა ხაზარაძესთან ან ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ხელშემშლელი მთავარი ფაქტორი არ არის, რადგან ამ პროექტს წარუმატებელი გამოცდილება უკვე აქვს. ჩვენ ბანკებთან მოლაპარაკებების პროცესში ხაზარაძეზე და ჯაფარიძეზე არ ვსაუბრობთ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები