მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძის ადვოკატი: გამოქვეყნებული წერილი ორიგინალის სრული ასლია

5c7fd12a16f48
ლევან თაღიაშვილი
06.03.19 17:58
2324
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილი ორიგინალის ასლია და შესაბამისად, ის სრულადაა გამოქვეყნებული. ამის შესახებ მან გადაცემა "საქმის კურსში" სტუმრობისას განაცხადა, როდესაც წამყვანმა მას ჰკითხა, იყო თუ არა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის სრული ვერსია ცნობილი.

"დიახ, ეს იმ წერილის ასლია", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, წერილის ავტორი ხაზარაძეს სამ ულტიმატუმს უყენებს, რომელთა შორის "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. როგორც ხაზარაძე ირწმუნება, ეს წერილი მან შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, შუამავლის დახმარებით გაუგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები