მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძის ადვოკატი "მუქარის წერილზე": შუამავალი წავიდა შესახვედრად და დაბრუნდა წერილით

5c7fd322ae1fd
სალომე მეცხვარიშვილი
06.03.19 18:02
1014
შუამავალი წავიდა შესახვედრად და დაბრუნდა წერილით,- ამის შესახებ თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ გადაცემა “საქმის კურსში” განაცხადა, კითხვაზე, საიდან დასტურდება, რომ წერილი, რომელიც ხაზარაძემ მიიღო შს მინისტრისგან გიორგი გახარიასგანაა.

“როგორც მამუკამ განმარტა, შუამავალი წავიდა შესახვედრად და დაბრუნდა წერილით. ეს არ ყოფილა მეორე დღეს, ეს არ ყოფილა, დილით წავიდა და საღამოს... ის ელოდებოდა ოფისში, წავიდა, შეხვდა და დაბრუნდა.

შუამავალი არ არის გიორგი გახარიას ახლობელი, არც სამინისტროში მუშაობს. მეტს ვერაფერს გეტყვით”,- აცხადებს ზვიად კორძაძე.

მისივე თქმით, შუამავლის სახელი მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვაზე იმიტომ არ დაასახელა, რომ ეს შუამავალთან შეთანხმებული არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, წერილის ავტორი ხაზარაძეს სამ ულტიმატუმს უყენებს, რომელთა შორის "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. როგორც ხაზარაძე ირწმუნება, ეს წერილი მან შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, შუამავლის დახმარებით გაუგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები