მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხაზარაძის გარეშე ანაკლიის პორტის მშენებლობა მრავალი წლით გადაიწევს"

5c8b799a7a652
BM.GE
15.03.19 14:00
2012
"ანაკლიის პორტს თუ მამუკა ხაზარაძის გარეშე ვიხილავთ, მშენებლობის დაწყება მრავალი წლით გადაიწევს- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის განხორციელებას ორი ძირითადი გარემოება უშლის ხელს, ერთი დამფუძნებლების მიმართ დაწყებული გამოძიება და მეორე სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობა. როგორც ნამჩავაძე აღნიშნავს, კითხვებს აჩენს ტენდერის თემაც, რომელიც 3-ჯერ გამოცხადდა, თუმცა ვერც ერთხელ ვერ შედგა.

“რაც უფრო დრო გადის უფრო ნათელი ხდება, რომ ეს მთელი ამბავი დაწყებული თიბისიზე და ა.შ. მნიშვნელოვან წილად უკავშირდებოდა ანაკლიის პორტს და შეიძლება ნომერ პირველი მიზეზიც ეს იყოს, რომ ამ პროექტს პრობლემები შეექმნას.

ბოლო პერიოდოში ბევრი განცხადებები დაგროვდა ქართული ოცნების პოლიტიკოსების მხრიდან, ნეგატიური განცხადებები და ორი გარემოებით უშლიან ხელს. ერთი, რომ მიმდინარეობს გამოძიება ანაკლიის პორტის დამფუძნებლების მიმართ, რაც ინვესტორებში ნდობას აზიანებს და მეორე არის მთავრობა თავისი ვალდებულებების შესრულებას აჯანჯლებს ამ პროექტთან მიმართებში.

ეს არის რკინიგზის და გზის პროექტი, რომლის დაწყება აუცილებელია და სამჯერ არ შედგა ტენდერი. ცოტა გაუგებარი როდესაც დიდი გამოცდილება აქვს საგზაო დეპარტამენტს ტენდერების ჩატარების რატომ ხდება, რომ ისე ვერ მოაწყვეს ტენდერი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს პროცესი დასრულებულიყო.

5 კომპანია იყო ბოლო ტენდერში და 5-ივეს დისკვალიფიკაცია მისცეს სხვდასხვა მიზეზებით და ეხლა თებერვლის ბოლოს გამოაცხადეს პროექტირებაზე ახალი ტენდერი. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ტექნიკურად და შესაძლოა როგორც მინიმუმ ამან გადაავადოს პროექტის დაწყება.

ანაკლიის პორტს თუ ვიხილავთ ჩვენ მამუკა ხაზარაძის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ მრავალი წლით გადავადდება მშენებლობის დაწყება”- აცხადებს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები